იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მცირედი ხელშეწყობა იმ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.
"დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათვისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.