30 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი 2022 წელს საქართველო იქნება - გიორგი გახარია

"მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გახდეს," - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური.

ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ საქართველოს თითოეულ სოფელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები