სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების პირველი, ისტორიული ტესტ-მატჩი გაიმართება.
შეხვედრას პორტ-ელიზაბეტში მდებარე "ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმი" უმასპინძლებს.
"ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკასთან ამ დრომდე ერთი შეხვედრა აქვთ გამართული, 2003 წლის მსოფლიო პირველობაზე ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 46:19 დამარცხდა.