ამერიკელი სენატორების ახალ გზავნილებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ევროპის სახალხო პარტიის ნაწილია.
"კრიტიკა ისმის და ამ კრიტიკასთან დაკავშირებით, ბევრ თემაზე რეალობას აცდენილია თემა და შინაარსი. მე მგონია, რომ როდესაც მეგობართა შორის ცოცხალი საუბარი და განხილვა მიდის, უფრო შედეგის მომტანია. რაც შეეხება EPP-ს, რასაკვირველია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, იმავეს ამბობს, ამაში ნერვების ასაშლელი და გასაღიზიანებელი არაფერი არ არის, იმდენად ცნობილია ეს რელობა ჩვენთვის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.