30 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა - დაიღუპა ერთი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მეორე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით დაიწყო, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღის ამბები