30 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
კალაძემ მთავრობის სხდომაზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაზე და ვაკეში მომხდარ ვანდალურ ფაქტებზე ისაუბრა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. კალაძის თქმით, წელს დაიწყება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის 2 ძეგლის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია.  კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.

კალაძემ უკვე განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაკეში მიზანმიმართულად მოხდა 30-ზე მეტი ე.წ ბოძწკინტის დაზიანება, რომელიც ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერების თავიდან ასაცილებლად დამონტაჟდა. კალაძე ბოძწკინტების ხარისხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ე.წ ბოძწკინტები თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული.

დღის ამბები