30 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
20 ივნისის აქციაზე დაშავებული მოქალაქეების სურათები "მწვანე ღობეზე" - პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან არიან შეკრებილნი.

აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა უმრავლესობის დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ და სხდომას ესწრებოდნენ, რომელიც მედიისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი.

ამ წუთებში, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ე.წ. მწვანე ჯებირზე, 20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მოქალაქეების სურათებს აკრავენ. მანამდე კი "შეცვალემ" პარლამენტის წინ კრემლის ბანერიც გააკრა.

დღის ამბები