წყალდიდობა ახალ ზელანდიაში - სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათასობით მოქალაქეს. წყალდიდობის გამო, დაზიანდა საავტომობილო გზები, რის გამოც მაშველებმა კუნძულზე ჩარჩენილი 500-მდე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე ვერტმფრენის დახმარებით გადაიყვანეს.
მეტეოროლოგების განცხადებით, სტიქია ახალ ზელანდიაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.