შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა. შტატების პრეზიდენტმა მისი მმართველობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ტრამპმა ყურადღება ეკონომიკურ აღმავლობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სავაჭრო ხელშეკრულებებსა და საგარეო ურთიერთობებზე გაამახვილა.
პრეზიდენტმა დემოკრატი ოპონენტებიც გააკრიტიკა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ხელი არ ჩამოართვა.
მოგვიანებით, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი დახია. ტრამპის მიმართვას ბოიკოტი გამოუცხადეს დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებმაც. კონგრესში შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ყოველწლიურად იმართება.