უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის მსურველმა სტუდენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. სტუდენტები განათლების მინისტრთან და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი აქციების გაგრძელებას და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობას გეგმავენ.
"ჩვენ ვართ მობილობის მსურველი სტუდენტები, რომლებსაც გვინდა საქართველოში გადმოსვლა და გვინდა სწავლა გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გვიწესებენ დამატებით რეგულაციებს უნარების გამოცდის სახით. დღეიდან შევუერთდებით ჩვენ პიკეტირებას აუცილებლად და მოვითხოვთ განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენადი მარგველაშვილთან შეხვედრას," - განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი თვალთვაძემ.