ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 490 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 24 ათასს გადააჭარბა. ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ფილიპინებსა და ჰონგ-კონგშიც.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დაღუპულთა 80% 60 წელს გადაცილებული პირი იყო და მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.