ქურდობა თბილისში - დანაშაული ერთ-ერთ სოლარიუმში მოხდა. წაღებულია თანხა და სათვალთვალო კამერის მეხსიერების ბარათი. სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. სამართალდამცველებმა ამოიღეს ქუჩაში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ფიქსირდება.
სოლარიუმის მეპატრონე გიორგი გიგოშვილი "კურიერთან" მისი კუთვნილი ობიექტის გაძარცვის ფაქტს ადასტურებს და მომხდარის შესახებ დეტალებს ყვება.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.