საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კენეტ სპენსერ იალოვიცის თქმით, აშშ-ს საქართველოს წარმატება სურს და შესაბამისი კრიტიკაც ამის მანიშნებელია. აღნიშნული განცხადება იალოვიცმა მარშალის ფონდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
"გამოითქვა წუხილები, რათა წინ წავიდეთ, ცხადია ფოკუსირება მოხდა 2020 წლის არჩევნებზე, ვიმედოვნებ ეს არჩევნები იქნება ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე. ყველა ვისაც კი ოდესმე საქართველოში გვიმუშავია, იქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ამ ქვეყნის წარმატება გვსურს.
თუ კრიტიკულები ვართ, ეს იმიტომ რომ თქვენი ქვეყნის დახმარება გვსურს და არა იმიტომ რომ თქვენი შეფერხება გვინდა, ვიმედოვნებ, რომ გარკვეული უკან გადადგმული ნაბიჯების გამოსწორება შესაძლებელია და იქნება წინსვლა," - განაცხადა იალოვიცმა.