"კურიერმა" გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველი კადრები მოიპოვა. ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და ერთ-ერთი დაშავებული ამოჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც გარდაცვლილი მოქალაქის ამოყვანას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.