მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შორენას როლი შეასრულა. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ლალი ბადურაშვილმა, რომლის ფილმოგრაფიაც მხოლოდ რამდენიმე ფილმით შემოიფარგლება, შეძლო და საკუთარი სამსახიობო კარიერა ქვეყანას, მხოლოდ ერთი და მთავრი როლით დაამახსოვრა. შორენა კოლონკელიძის როლზე თავად კონსტანტინე გამსახურდიამ შეარჩია.
როდესაც ფილმი "დიდოსტატის მარჯვენა" წარმოებაში ჩაუშვეს, გადამღებმა ჯგუფმა ტრადიციულად წვეულება გამართა. ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი, ბადურაშვილების ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო და ახალგაზრდა წყვილი - თემური და ლალი წვეულებაზე მიიპატიჟა. წვეულებას თავად კონსტანტინეც ესწრებოდა, სადაც სრულიად მოულოდნელად ვახტანგ ტაბლიაშვილს მიმართა და შორენას პოვნა ამცნო. მიუხედავად იმისა, რომ ლალი ბადურაშვილს არ ქონდა სამსახიობო განათლება მისი განსაკუთრებული გარეგნობის გამო მთავარ როლზე ერთხმად დაამტკიცეს.
დიდოსტატის შემდეგ, ვახტანგ ტაბლიაშვილმა კიდევ ერთ ფილმში მიიწვია. შემდეგ იყო რამდენიმე განსახიერებული როლი სხვადსხვა ფილმში. მათ შორის, ერთიც საკუთარი შვილის ერეკლე ბადურაშვილის ფილმში.
ლალი ბადურაშვილი, რომელიც 1 წელი მძიმე სენს ებრძოდა, დღეს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი