შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან, კელი დეგნანთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.