ოკუპირებულ სოხუმში ე.წ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შენობის წინ გაშლილია 5 კარავი და ათამდე ადამიანი უვადო პიკეტირებას აპირებს.
აქციის ორგანიზატორები ე.წ პარლამენტისგან ანტიკორუფციული კანონის მიღებას მოითხოვენ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არაკანონიერი გზით თანხების მითვისების გამო სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ანტიკორუფციულ კანონს ე.წ პარლამენტი 6 თებერვალს განიხილავს.