30 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
"ხორავას ქუჩის საქმეზე" ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად შოთაძე დაზარალებულის ოჯახთან არასწორ კომუნიკაციას მიიჩნევს

საპროკურორო საბჭოზე ირაკლი შოთაძის მოსმენის დროს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა ოთარ კახიძის გარდა საპროკურორო საბჭოს წევრმა მერაბ ჯერენაშვილმაც დასვა. ირაკლი შოთაძეს არცერთი პასუხის დროს არ უღიარებია, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა, მისი თქმით მთავარი ხარვეზი რაც მან დაინახა პროკურატურის საქმიანობაში იყო ის, რომ არასწორი კომუნიკაცია ჰქონდათ დაზარალებულ მხარესთან, კერძოდ ზაზა სარალიძის ოჯახთან. ასევე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ამ ტრაგედიით მანიპულირებდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, ასევე  ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მას სამოხელეო დანაშაული არ ჩაუდენია.

"რატომ გადადექით, 2018 წლის 31 მაისს და თუ შეიქმნა, ისეთივე კრიტიკული სიტუაცია და შემთხვევა, რაც იყო მაშინ თქვენი გადადგომის განმსაზღვრელი, ხომ არ არის საფრთხე რომ კვლავინდებურად მოხდეს თანამდებობის დატოვება," - მიმართა კითხვით შოთაძე მერაბ ჯერენაშვილმა.

"მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა საზოგადოებასთან. საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი, ვინაიდან იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს, იმ შემთხვევაში შსს-ს, ასევე პროკურატურას, როგორც ბრალდების მხარეს, მე ვფიქრობდი, რომ დიდი სამუშაო ჰქონდა გასაწევი,"- განაცხადა შოთაძემ.

დღის ამბები