დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როტერდამის რეფერალური ცენტრიდან კორონავირუსის შესაძლო ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, ანალიზების პასუხი უარყოფითა. საქართველოს ორ მოქალაქეს, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, იგივე პასუხია ლუგარის ლაბორატორიიდანაც.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გერმანიიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები და დღეიდან კორონავირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასმა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.