30 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
თოვლი და წვიმა - დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თებერვლიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები