30 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
მძიმე ტრაგედიის გამო აქცია-პიკეტი გადაიდო, სრული გულწრფელობით მოვუწოდებ პარლამენტს გადადოს დღევანდელი სხდომა - უგულავა

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია-პიკეტის გადადების შესახებ განცხადება, ცოტა ხსნი წინ გიგი უგულავამ ოპოზიციის სახელით გააკეთა. 

"გუშინ ღამე, ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად, 5 სულიანი ოჯახი და მათი ახლობელი გარდაიცვალა. აქედან 4 ბავშვია, ერთი კი ფეხმძიმე ქალბატონი. მე მინდა მივუსამძიმრო გორგოძეების ოჯახსა და მათ ახლობლებს, ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით.

ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია-პიკეტი და სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

გიგი უგულავა საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციის სახელით მოუწოდებს, დღევანდელი სხდომა გადადონ.

"ასევე, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე და სრული გულწრფელობით, მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ გადადოს პარლამენტის სხდომა. 

რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება, წესით ეს იქნება ხვალ 10 საათზე, ჩვენ კვლავ შევიკრიბებთ, გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს. კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ განუზომელი ტრაგედიის გამო. 

ხვალ ჩვეულებრივად იმ ფორმით გავაპროტესტებთ, როგორც აქამდე ვაპირებდით, ანუ სირცხვილის კორიდორით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ გადადოს დღევანდელი სხდომა ნიშნად ერთსულოვნებისა," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურიმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები