ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.
ირანმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება 5 იანვარს დატოვა.