30 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. "ეარ კანადის" კუთვნილ ბოინგს, რომელიც ტორონტოში მიფრინავდა, ძრავა და საბურავი დაუზიანდა.

ბორტზე 128 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

პრობლემის გამო თვითმფრინავში არსებული საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და აფეთქების თავიდან ასაცილებლად ლაინერმა მადრიდის თავზე 4 საათის განმავლობაში იფრინა.

საბოლოოდ პილოტმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები