ერთი ადამიანი ემსხვერპლა სროლას კალიფორნიაში. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სამგზავრო ავტობუსში გახსნა. ტრანსპორტში 40 მგზავრი იმყოფებოდა.
ავტობუსი ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.
თავდამსხმელმა ადგილიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. მომხდარის მოტივი უცნობია.
საქმეს ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანო იძიებს.