"მძინარა ჯო“, "მოკლე მაიკლი" და "ნერვიული ნენსი" - ტრამპმა ამ ეპითეტებით პოლიტიკური ოპონენტები "ფოქს ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს ნერვიული ქალი უწოდა, დემოკრატი პელოსი ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ერთ-ერთი ინიციატორია.
ტრამპმა პირდაპირ ეთერში საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტს მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს სიმაღლეც დაუწუნა და ის მოკლე მაიკლად მოიხსენია.
"ის პატარაა. იცით, რომ მას ჩემთან დებატების დროს ყუთი უნდა დასჭირდეს, რომ ზედ დადგეს," - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ტრამპმა არჩევნებში კიდევ ერთ ოპონენტზე, ჯო ბაიდენსა და მის შვილზეც ისაუბრა. პრეზიდენტმა ბაიდენს მძინარა ჯო უწოდა, ხოლო მისი შვილი უკრაინაში სამარცხვინო ქმედებებში დაადანაშაულა.