მაია ბარათაშვილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. საკუთარ 25 წლიან შემოქმედებით ცხოვრებას, განხორციელებულ პროექტებს და ძალიან საინტერესო გზას, რომელიც ჯაზის შემსრულებელმა გაიარა, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე 3 მარტს საიუბილეო კონცერტზე შეაჯამებს.
მაია ბარათაშვილი "თბილისის ბიგ ბენდთან" და არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად 50 წლის იუბილეს იზეიმებს.
არაერთი ფესტივალის მონაწილე მაია ბარათაშვილი, 2007 წელს მონტეკარლოს ჯაზის საერთაშორისო ორგანიზაციამ წლის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელა. ჯაზის შემსრულებელმა პროფესიული განათლება ფორტეპიანოს განხრით მიიღო და 25 წლის ასაკში საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრება "თბილისის ბიგ ბენდს" დაუკავშირა. იმ დროიდან დღემდე მაია ბიგ ბენდის მთავარი სოლისტია.
3 მარტს, კონცერტის შემდეგ მაია ბარათაშვილს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.
საიუბილეო კონცერტი სახელწოდებით "რესტარტი", პირდაპირი მნიშვნელობით ვოკალისტის გადატვირთვას და 25 წლიანი კარიერის შემდეგ ახალი და კიდევ უფრო საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისს გულისხმობს.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი