30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პრეზიდენტის საანგარიშო მოსმენა პარლამენტში 4 მარტს შედგება - რა საკითხებზე გაამახვილებს სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას

საპარლამენტო ტრიბუნას სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში მეორედ 4 მარტს დაიკავებს.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია სწორედ ქვეყნის პრეზიდენტის წლიური ანგარიშით უნდა გახსნილიყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას მარტამდე  არ აპირებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამით რეგლამენტი არ ირღვევა და სიტყვით გამოსვლის თარიღი არსებული პრაქტიკის მიხედვით დგინდება.

გამოსვლის თარიღი გაირკვა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რა გზავნილებით წარდგება კანონმდებლების წინაშე ქვეყნის პრეზიდენტი.

საერთაშორისო ტრიბუნიდან პრეზიდენტის განცხადებები გაუგებარია ოპოზიციისთვის და იმ დეპუტატებისთვისაც, ვინც "ქართული ოცნება" სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით დატოვა.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები ყოველ ჯერზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ კიდევ უფრო დაძაბულ დღის წესრიგს ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილია სახელისუფლებო პარტია.

კანონმდებლების წინაშე პრეზიდენტი მოხსენებით პირველად გასული წლის 6 მარტს წარდგა. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ახალი რეგლამენტის გათვალისწინებული პროცედურით წარიმართება.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი გამოსვლას დაასრულებს, პოლიტიკური დებატები დაიწყება. სიტყვით გამოვლენ ფრაქციების თავმჯდომარეები და საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი.

დღის ამბები