30 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლას პარლამენტში ოპოზიცია არ დაესწრება

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ანგარიშის წარდგენა 4 მარტს მოხდება. უცნობია პრეზიდენტი რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

რეგლამენტის თანახმად, ანგარიშის წარდგენა  ხვალ საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირი ხვალინდელ სესიას არ დაესწრება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმს არ შეწყვეტს.

"მე მიმაჩნია, რომ არანაირი ინტერესი მის მოხსენებას განსაკუთრებული არ გააჩნია. "ევროპული საქართველო" კი ბოიკოტს არ შეწყვეტს და პარლამენტის სხდომას არ დავესწრებით,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა თავისი განცხადებებით ქვეყანას საფრთხე შეუქმნა.

"პრეზიდენტის წლიური მოხსენება იქნება პარლამენტში და ეს იქნება მისი უკიდურესი მუშაობის ერთწლიანი პრაქტიკა და ამის წარდგენა. მისმა განცხადებებმა ქვეყანას საფრთხე შეუქმნა, განცხადებები, სადაც საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები