ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რუსი მრჩეველი იგორ გალი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გამოცემა "რეს-ი" წერს.
მრჩევლის ბინაში, სადაც გარდაცვლილების ცხედრები იპოვეს, ექსპერტიზა ტარდება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
იგორ გალი 2016 წლიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რესპუბლიკური ჯანდაცვის რეფორმირების საკითხებში მუშაობდა.