ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
თავად აქირთავამ პროცესზე აღნიშნა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის განცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს.
უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება.
მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით, მეზობელ ქალს კი ბლაგვი საგნით მიაყენა. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ქალი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.