30 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების მედიასაშუალებამ გაავრცელა.

ტერაქტის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ლონდონში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა. მათ შორის იმ ჰოსტელში, სადაც ლიკვიდირებული თავდამსხმელი ცხოვრობდა. დამნაშავის ვინაობა პოლიციამ დღეს დაასახელა.

20 წლის სუდეშ ამანმა გუშინ სტრითჰემის რაიონში 3 ადამიანი დაჭრა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით გასამართლებული ამანი ციხიდან ვადამდე ადრე გაათავისუფლეს.

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ლონდონის ტერაქტის შემდეგ ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასჯელის გამკაცრებას აპირებს.

ლონდონში ეს უკვე მეორე ტერორისტული აქტია, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პირმა ჩაიდინა. მსგავსი თავდასხმა რამდენიმე თვის წინ ლონდონის ხიდზე მოხდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

დღის ამბები