30 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს - ოსმან თურანი

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ოსმან თურანი ამბობს, რომ თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს. განცხადება თურანმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზოგადი ბიზნესგარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები. 

"მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები. განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომების მიიღებენ. თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს," - განაცხადა ოსმან თურანმა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

დღის ამბები