30 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს - კორონავირუსით დაღუპულია 362 ადამიანი   

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 362-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 17 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარეთ ვირუსით ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა 26 ქვეყანაში დაფიქსირდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს. მათ შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თვითმფრინავით ევაკუირებულ პირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.

ფილიპინები კი ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დაღუპულია ჩინეთის 44 წლის მოქალაქე, რომელიც ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა. ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთიდან ვიზიტორების ქვეყანაში შესვლა აკრძალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ. სამგზავრო შეზღუდვები დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და ინდონეზიამ.

ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს მკაცრი შეზღუდვების გამო პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს.
კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში ქათმის გრიპს ებრძვიან.

ვირუსი პროვინცია ჰუნანში დაფიქსირდა, სადაც უკვე 18 000-მდე შინაური ფრინველი დახოცეს. ჩინეთის მსგავსად, ფრინველის ვირუსს ებრძვიან ინდოეთშიც.

დღის ამბები