30 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ირანმა ლაინერის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციის სახით, 80 000 დოლარი შესთავაზა

ირანმა ლაინერის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციის სახით, 80 000 დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის თანხა არასაკმარისია. პრეზიდენტმა თეირანს ასევე ჩამოგდებული თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთების გადაცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

უკრაინული თვითმფრინავი თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა.

დღის ამბები