საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-ს ხელშეკრულება გაუგრძელა. ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად კონგრესთან და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში დაეხმარება.
ასევე საქართველოს უსაფრთხოების სფეროში შტატების მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმუშავებს.
გარდა ამისა, ლობისტური ხელშეკრულება ითვალისწინებს პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.
Chartwell Strategy Group-ი საქართველოს მთავრობას დაეხმარება როგორც ამერიკულ, ისე საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობაში. ხელშეკრულების ასლი შეერთებული შტატების იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გასულ წელს საქართველოს მთავრობას კომპანიასთან თანამშრომლობა 780 ათასი დოლარი დაუჯდა.