The Heritage Foundation საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს - 5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.
The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის ალექსის მრაჩეკის აზრით ესენია: მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისა და ნატოსთან დაკავშირებით ქვეყნის მისწრაფებისთვის, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა.
ასევე თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შესარჩევად დახმარება.მრაჩეკის სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველო დადგება რამდენიმე გამოწვევის წინაშე.