ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციის მიერ ლიკვიდირებული პირი, რომელმაც ქუჩაში გამვლელები ცივი იარაღით დაჭრა, 20 წლის სუდეშ ამანია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ინიცდენტამდე ერთი კვირით ადრე დატოვა.
ამანს ტერორისტული დოკუმენტების შენახვისა და გავრცელებისთვის 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ის ციხიდან სასჯილით გათვალისწინებული ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ბოლოდროინდელი შემთხვევების გამო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასჯელის ვადა გახანგრძლივდება და ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოსთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება. გუშინ ლონდონში მომხდარი თავდასხმისას 3 ადამიანი დაშავდა.