30 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
დღეს ბიუროზე საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი დამტკიცდება

პარლამენტში მიმდინარე კვირას დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან. მანამდე კი დღეს, კანონმდებლები სესიის დღის წესრიგს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილმა "კურიერთან" განაცხადა, სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება, რომელიც საწარმოების რეგულაციებს შეეხება.

"საგაზაფხულო სესიამდე ბიუროზე იქნება განხილული ის საკითხები, რაც გადავა სესიაზე განსახილველად. გვექნება მთავრობის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი საანგარიშსწორებო პერიოდთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ის საწარმოები, რომლებიც არიან ანგარიშვალდებული საწარმოები. ასევე, საწარმოების დირექტორების შემოსავლებთან დაკავშირებული რეგულაციები. ასევე, რატიფიკაციისთვის, სამი შეთანხმებაა შემოტანილი,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა იგეგმება. საგაზაფხულო პლენარული სხდომა სამშაბათს გაიხსნება.

დღის ამბები