30 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები ექიმს საშუალებას არ აძლევენ, მედიას დაჭრილის მდგომარეობა გააცნოს.

დაჭრილ მამაკაცს ინგოროყვას კლინიკაში, ამ წუთებში, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი არ იციან და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

შსს-მ გამოძიება  115-236 და 124- ე მუხლებით დაიწყო. 

დღის ამბები