21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი 2"-ის ეთერში მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყება. დღეს მეხუთე კონცერტია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს. პროექტს დღეს ერთი კონკურსანტი დატოვებს, მისი ვინაობა შოუს დასაწყისში გახდება ცნობილი.
კონკურსანტები სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგებიან. 7 კონკურსანტიდან ერთი პროექტს დატოვებს.
დღევანდელ კონცერტს წინა ტურზე გამოვლენილი 2 აუთსაიდერი დუეტით გახსნის. ამ ორს შორის არჩევანს უკვე მაყურებელი გააკეთებს, რომელმაც კონკურსანტების ნომრებზე უნდა დარეკოს.