ხობში, ახალგაზრდა მამაკაცმა მისივე 57 წლის ნათესავი, სავარაუდოდ, სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების გამო მოკლა. ყორშიებთან მომხდარ მკვლელობას ოჯახის დიასახლისი შეესწრო, თუმცა ლუიზა ყორშია ინციდენტთან დაკავშირებით კამერებთან არ საუბრობს.
მეზობლების ვერსიით, ირაკლი აქირთავა და ოჯახის მასპინძელი, სპარტაკ ყორშია, ნათესავები იყვნენ. ხმაურის და ჩხუბი ხმა არავის გაუგია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრამდე სუფრაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც სტუმარმა მასპინძელს დანით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
50 წლის სპარტაკ ყორშია ერთადერთი მსხვერპლი არ არის, რომელიც ბრალდებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა გარდაცვლილის სახლი დატოვა და გაიქცა, მიმალვის მიზნით მეზობლად ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. 77 წლის ქალს ბლაგვი საგნით თავის არეში არაერთი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
ასაკოვანი ქალი ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზეა, ჩაუტარდა ოპერაციაც.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ბრალდებული მამაკაცი გუშინვე დააკავეს, ამოღებულია იარაღი, რომლითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. რომლის დამტკიცების შემთხევაში ირაკლი აქირთავა 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.