თამარ მეფის ხიდთან 1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილ მშვიდობიან მოქალაქეებს პატივი მიაგეს. ადგილზე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ორი თებერვლის მანიფესტაციის მონაწილეები, მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" წევრები და სხვა პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები.
მათ დაღუპულთა სულის მოხსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ისინი ყოველ წელს იკრიბებიან და მოითხოვენ, რომ მოვლენას სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
"ჩვენი უსაქმური პრეზიდენტი და სხვა თანამდებობის პირები, დადიან და ჰოლოკსტის აღსანიშნავ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. რათქმაუნდა ჰოლოკოსტი იყო უდიდესი ტრაგედია და სოლიდარულები ვართ ებრაელი ხალხის მიმართ, მაგრამ ჩვენ გაგვაგებინეთ, 28 წლის წინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა, რატომ ვინარჩუნებთ დუმილს დღემდე,"- აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კაკა კუკავა.