30 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
სართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა

სართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა.

ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად დაეხმარება კონგრესთან და ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. ასევე, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში შტატების მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმუშავებს.

გარდა ამისა, ლობისტური ხელშეკრულება ითვალისწინებს პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას. "ჩართველი" საქართველოს მთავრობას დაეხმარება როგორც ამერიკულ, ისე საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობაში.

ხელშეკრულების ასლი შეერთებული შტატების იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გასულ წელს საქართველოს მთავრომას კომპანიასტან თანამშრომლობა 780 ათასი დოლარი დაუჯდა.

დღის ამბები