კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი.
ამჯერად, ეპიცენტრი ეპიდემიის გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 5 ათასამდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრიოს ინფორმაციით, ამ ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.