30 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თბილისში რჩება - ბორჯღალოსნებმა რუმინეთი 41-13 დაამარცხეს

ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი თბილისში დარჩება. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტრადიციული მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 41-13 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველი გამარჯვება იზეიმა.

მეორე ტურში ქართველი ბორჯღალოსნები ესპანელებს დაუპირისპირდებიან. თამაში 9 თებერვალს მადრიდში გაიმართება. დღევანდელი მატჩის პარალელურად, რუსეთის ნაკრებმა სოჭში მიიღო ესპანეთის გუნდი და 12:31 დამარცხდა. პორტუგალიისა და ბელგიის შეხვედრაში კი მასპინძლებმა 23:17 გაიმარჯვეს.

დღის ამბები