დაჭრა ხობში - სტუმრის მიერ დანის გამოყენებით დაჭრილი მასპინძელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა 40 წლამდე მასპინძელი საკუთარ სახლში დაჭრა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
მეზობლების თქმით, ფაქტის შემდეგ მამაკაცი ამავე ქუჩაზე მდებარე სხვა სახლში გადავიდა და ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისს მძიმე ნივთი ჩაარტყა.
დაშავებული ქალი ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში რჩება.
გარდაცვლილი მამაკაცის, სპარტაკ ყორშიას დედა "კურიერთან" აღნიშნავს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირს, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.