30 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
რეიტინგები ქმნის კარგ სურათს, რომ გვქონდეს კარგი წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით - მეზურნიშვილი 

"თრეის ინტერნეიშენალის" რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი 27-ზე, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მე-18 ადგილს იკავებს. წინა წლის რეიტინგთან შედარებით ქულა არ შეცვლილა. ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო "კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისაგან თავისუფლებისთვის".

როგორც სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, ეს განწყობა იგრძნობოდა ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

"ეს არ არის მხოლოდ რეიტინგები და მხოლოდ ციფრები, ეს განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იგრძნობოდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც. ეს რეიტინგები საერთო ჯამში კარგ სურათს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ 2020 წელს გვქონდეს კარგი წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცუდი შეფასება "არასამთავრობო და მედია სექტორის აგრეგატმა" მიიღო, რომელიც ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, უნარიანობას, მიუკერძოებლობას ზომავს კორუფციის ზედამხედველობის პროცესში.

ეს ინდექსი რენდ კორპორაციასთან ერთად შემუშავდა.

დღის ამბები