30 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
სახელმწიფო უწყებები თანამშრომლებს შვებულების გახანგრძლივებას მოუწოდებენ - ჩინეთის ელჩი უხანში  მიმდინარე მოვლენებზე

ჩინეთის ელჩი არჩილ კალანდია უხანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის ეპიცენტრში სხვადასხვა დაწესებულებები მუშაობას ოფიციალურად ხვალ იწყებენ, ბევრმა კომპანიამ და მათ შორის სახელმწიფო უწყებებმა თავიანთ თანამშრომლებს კიდევ რამდენიმე დღით სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ხვალ არა ერთი დაწესებულება ამუშავდება, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბევრმა კომპანია იქნება ეს, თუ სახელმწიფო დაწესებულება, მოუწოდა თავიანთ თანამშრომლებს, რომ კიდევ რამდენიმე დღით გაიხანგრძლივონ შვებულება და არ გამოცხადდნენ სამსახურში იმის გამო, რომ მოხდეს მაქსიმალურად შემცირება ადამიანებს შორის ერთმანეთთან კონტაქტის, რადგანაც მოგეხსენებათ, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის," - აცხადებს არჩილ კალანდია.

ორ საათზე ნაკლები დრო რჩება იქამდე, ვიდრე ანკარაში ჩაფრინდება თვითმფრინავი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავს. ბორტზე სულ სამი ქართველია. ისინი კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

რაც შეეხებათ, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან ქალაქში, სადაც ჩინური ვირუსი პირველად გავრცელდა, 2 ქართველი თავს საფრანგეთს შეაფარებს. ხოლო ერთ-ერთმა ქართველმა დახმარებაზე უარი თქვა და ის უხანში დარჩა. 

 

დღის ამბები