30 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
კარანტინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში - კლინიკაში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდა

ვირუსთან დაკავშირებით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკაში მნახველების შესვლა შეიზღუდა, ამის მიზეზი კი სეზონურ ვირუსულ ინფექციებთნ დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღება სახელდება.

როგორც "რუსთავი2"-ს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განუმარტეს, პაციენტებთან ახლობლებისა და მნახველთა შესვლის შეზღუდვა კლინიკაში დღეიდან ამოქმედდა.

თუ როდემდე გაგრძელდება კარანტინი ქუთაისის მედიცინის ცენტრში, კლინიკის ადმინისტრაციას წინასწარ ვადა განსაზღვრული არ აქვს.

დღის ამბები