30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა 112-ის თანამშრომელი სალომე ბასილაძე დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ის" 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერი დააჯილდოვა.

ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს - სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.

"ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება," - განაცხადა სალომე ბასილაძემ.

სალომე ბასილაძე "112-ში" მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს.

დღის ამბები